ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის ფონზე, მსგავსი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია - დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის ფონზე, მსგავსი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან საინტერესო ღონისძიებაა იმდენად, რამდენაც ეხება ქალების აქტიურობას მშვიდობის და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა გამოწვევების წინაშეც ჩვენ ვდგავართ. დღეს ეს არის ოკუპაცია, რუსული სამხედრო აგრესია". - ამბობს ხატია დეკანოძე.
სალომე ზურაბიშვილი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.