"ოცნება“ წინა ხელისუფლებაზე უარესად იქცევა - ბესელია კასპში მომხდარ ანგარიშსწორებაზე

01.07.23 12:16
"ოცნება“ წინა ხელისუფლებაზე უარესად იქცევა - ბესელია კასპში მომხდარ ანგარიშსწორებაზე

ეკა ბესელია გუშინ, კასპში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს და ამ დროს, თვითონ უარესად იქცევა.

„ვხედავდით, რომ ჩართულები იყვნენ საჯარო მოხელეები. რამდენიმე წლის წინანდელი წარსული მახსენდება - უბრალოდ, როგორ იმეორებენ იმას, რაზეც მაღლა უნდა დადგნენ. პარლამენტში განცხადებები იყო, რომ თქვენ ასეთები იყავით, ხოლო მეორე მხრივ, კადრები ვნახეთ გუშინდელი - ისეთები გახდნენ და უარესად იქცევიან, ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ესაა. უბრალოდ გვარები შეიცვალა. ყველაზე სამწუხარო საყურებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ეს დამთავრებულიყო“, - განაცხადა ბესელიამ.

გუშინ კასპში ჩასულ  ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს  ჯერ ჩაუსაფრდნენ,  აგინეს, ესროლეს ქვები, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით,  შემდეგ კი  ანგარიშსწორების გაგრძელებისთვის იმ სახლთან ელოდებოდნენ, სადაც ხაბეიშვილი მხარდამჭერებს ხვდებოდა.  შეტაკებები ქვებით და მუშტებით. საჯარო მოხელეების რაზმის გასანეიტრალებლად პოლიცია ადგილზე მხოლოდ სამი საათის შემდეგ მივიდა. 

მსგავსი სიახლეები