„ეს იყო ზიზღის ტირაჟირება" - ნაცვლიშვილი პრემიერის ანგარიშზე

01.07.23 12:45
„ეს იყო ზიზღის ტირაჟირება" - ნაცვლიშვილი პრემიერის ანგარიშზე

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო ზიზღის ტირაჟირება, რაც აჩვენებს, რომ ის ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ზიზღის ტირაჟირებით გამოწვეული ძალადობის გამო.

„ეს იყო ტყუილებისა და ზიზღის კასკადი და ვუთხარი კიდეც, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ზიზღის ტირაჟირების გამო და ამით გამოწვეული ძალადობების გამო მას ეკისრება, პირველ რიგში, როგორც ადამიანს. აქ მახსენდება და არ უნდა დაგვავიწყდეს ლექსო ლაშქარავა, რომლის სიკვდილამდე ცემასაც სწორედ ღარიბაშვილმა აუნთო მწვანე შუქი რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადებებით და თუ ვერ აცნობიერებს ის პასუხისმგებლობას, მაშინ ვინმემ უნდა უთხრას ამის შესახებ. შიგნიდან, როგორც ჩანს, ვერ ბედავენ ან უნდათ, რომ ბოლომდე გადაიჩეხოს, ამიტომ გარედან მოუწია მას ამის მოსმენა რამდენიმე დეპუტატის მხრიდან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები