მონდომებული ვართ, გახდეთ ჩვენი ნაწილი მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში - ბურიჩი
პრეზიდენტის ორგანიზებიით ქალთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება - კონფერენციის პანელზე, ცოტა ხნის წინ სიტყვით ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი გამოვიდა. მარია ბურიჩიმ საქართველოს მოქალაქეებს ევროპული მისწრაფებები მოუწონა, ხელისუფლებას კი ნიშანი მისცა. ვართ მონდომებული, გახდეთ ჩვენი ნაწილი მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში - თქვა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.
ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფების უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ. ყველას მადლობას გეტყვით ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაზე დასწრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს, რომ გამოჩნდეს, რამდენი ქალია აქტიურად ჩართული მშვიდობის საკითხებში გლობალურად და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქალთა ლიდერობის წარმოსაჩენად. გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს იყვნენ მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს, იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის. ამას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვის ბრძოლაში, ვინაიდან, ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი". - განაცხადა ბურიჩმა.
ქართული ოცნების ქალმა ლიდერებმა მსოფლიოს ქალი ლიდერების გვერდით ჯდომაზე უარი თქვეს. დღე ახალი პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. თბილისის შუაგულში სადაც პრეზიდენტის ორგანიზებიით ქალთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ხელისუფლების წევრები მიპატიჟების მიუხედავად. ამ დრომდე არ მისულან.