"მისცენ პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან შესვლის საშუალება" - 3 ივლისს ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას აანონსებს

01.07.23 13:10
"მისცენ პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან შესვლის საშუალება" - 3 ივლისს ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას აანონსებს

"მისცენ პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან შესვლის საშუალება" - 3 ივლისს ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას აანონსებს.

ევროკავშირის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური სამედიცინო მისია თვეებია კლინიკა "ვივა მედში' მესამე პრეზიდენტის მონახულებას ითხოვს, თუმცა ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის ოფისში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებს.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ღიად თქვას, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, ამ ევროკავშირის ექიმებს მისცემენ საშუალებას, რომ ჩაუტარონ კვლევები და შესაბამისი კონსილიუმი ჩაატარონ, მიხეილ სააკაშვილის პალატაში და  "ვივა მედის" კლინიკაში" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრი, ლევან ფერაძე 

 

მსგავსი სიახლეები