ზელენსკიმ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა - პერსონალური სანქცია დაწესდა გაიაშვილის მიმართაც

01.07.23 13:19
ზელენსკიმ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა - პერსონალური სანქცია დაწესდა გაიაშვილის მიმართაც

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 წლიანი სანქციები დააწესა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ, რომელმაც განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთში.

შეზღუდვები, კერძოდ, ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ. .

ავიაკომპანიის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის მიმართ პერსონალური სანქციებიც დაწესდა.

ახალი სანქციები დაწესდა 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსული ქარხნებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები