ხელისუფლებას საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს - ნანუაშვილი კასპში მომხდარ ანგარიშსწორებაზე
კასპში მომხდარი ანგარიშსწორება - არასამთავრობო ორგანიზაციებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. ძალადობრივი კადრების გაშიფვრის შემდეგ, მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ
ნაცმოძრაობის წევრებზე შურიძიების დროს, აგრესორებმა სისხლის სამართლის რამდნეიმე დანაშაული ჩაიდინეს.
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ მანამდეც ვნახეთ მთელი რიგი შემთხვევები ძალადობის, რომელიც იყო მიმართული ხან ოპოზიციის წარმომადგენლების, ხან მედიის, ხან სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ეს არის ერთგავრი ჯაჭვი, რომელსაც ასაზრდოებს სწორედ ხელისუფლების მხრიდან წამოსული ძალადობა და რიტორიკა, რომელიც არის აგრესიული. ასევე ის, რომ ქვეყანაში აფქტობრივად არ ხდება ასეთ პრობლემებზე რეაგირება. პრაქტიკულად, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს ხელისუფლებას, ანუ ისინი არ აფასებენ, რა საშიშია ქვეყნისთვის მსგავსი ქმედებები". - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
გუშინ კასპში ჩასულ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ჯერ ჩაუსაფრდნენ, აგინეს, ესროლეს ქვები, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ კი ანგარიშსწორების გაგრძელებისთვის იმ სახლთან ელოდებოდნენ, სადაც ხაბეიშვილი მხარდამჭერებს ხვდებოდა. შეტაკებები ქვებით და მუშტებით. საჯარო მოხელეების რაზმის გასანეიტრალებლად პოლიცია ადგილზე მხოლოდ სამი საათის შემდეგ მივიდა.