ზელენსკიმ Georgian Airways დაასანქცირა - თამაზ გაიაშვილი ამ დრომდე დუმს

01.07.23 15:03
ზელენსკიმ Georgian Airways დაასანქცირა - თამაზ გაიაშვილი ამ დრომდე დუმს

Georgian Airways-ის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ის არც "პირველების" სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც კომპანიის ოფისში იმყოფება.

კომპანიის თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ მათ კომპანიას და ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 წლიანი სანქციები დააწესა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ, რომელმაც განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთში.

პერსონალური სანქცია დაწესდა თამაზ გაიაშვილის მიმართაც.

მსგავსი სიახლეები