Georgian Airways როგორ შეძლებს ევროპის ბაზრის შენარჩუნებას, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა - კოდუა

01.07.23 15:10
Georgian Airways როგორ შეძლებს ევროპის ბაზრის შენარჩუნებას, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა - კოდუა

ზელენსკიმ Georgian Airways დაასანქცირა  - დღევანდელი გადაწყვეტილება არ უკვირთ სხვადასხვა ავიაკომპანიის ხელმძრანელებს. "ეარ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი კოდუა "პირველებთან" ამბობს, რომ გაიაშვილმა იცოდა, რომ შესაძლებელია, ყოფილიყო სანქციები.

მისი თქმის, ეს ისე როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე პირადად გაიაშვილისთის ძალიან ცუდია, რადგან ძალიან გაუჭირდება ევროპის ბაზრის შენარჩუნება.

ეს ჰქონდა მას გათვლა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ყოფილიყო სანქციები და ამისთვის ალბათ მას აქვს შემდეგი ნაბიჯები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი აზრით, ორივე ბაზრზე შეუძლებელია და არ არის მიზანშეწონილი ყოფნა - ან უნდა ავირჩიოთ ევროპული ბაზაარი, ან რუსული, რომელზეც, სამწუხაროდ, არჩევანი გააკეთა Georgian Airways-მა. ეს აზიანებს რეპუტაციულად და არის ძალიან ცუდი მისთვის, როგორც ევროპის ბაზრაზე შემდგომ განვითარებაში, როგორ განავითარებს ევროპის ბაზარს და როგორ შეძლებს ევროპის ბაზრის შენარჩუნებას, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა" - ამბობს გიორგი კოდუა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 წლიანი სანქციები დააწესა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ, რომელმაც განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთში.

პერსონალური სანქცია დაწესდა თამაზ გაიაშვილის მიმართაც.

მსგავსი სიახლეები