კოლეგა მამაკაცებს მოუწოდებენ, მიდით, დაერიეთ, თავ-პირი დაამტვრიეთო - ბესელია "ოცნების" ქალ დეპუტატებზე

01.07.23 15:58
კოლეგა მამაკაცებს მოუწოდებენ, მიდით, დაერიეთ, თავ-პირი დაამტვრიეთო - ბესელია "ოცნების" ქალ დეპუტატებზე

ეკა ბესელიას არ უკვირს, რომ "ოცნების" ქალი დეპუტატები პრეზიდენტის მიერ გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე არ მივიდნენ, რადგან მისი თქმით, მმართველი გუნდის ქალი დეპუტატები, რომლებიც კოლეგა მამაკაცებს ძალდობისკენ მოუწოდებენ, თვითონვე ხვდდებიან, რომ ასეთ კონფერენციაზე მათი ადგილი არ არის.

არ გამიკვირდა რომ დღეს აქ არ იყო "ქართული ოცნება" და არ იყვნენ ქალები. სამწუხაროდ, ქალები, რომლებიც წარმოადგენენ მმართველ პარტიას, გამოირჩევიან ძალადობისკენ მოწოდებით და შინაგანი კონფლიქტი აქვთ, პრეზიდენტთან კი არ აქვთ კონფლიქტი, საკუთარ თავთან აქვთ. როდესაც ასეთი ტექსტებით გამოირჩევი, მოუწოდებ კოლეგა მამაკაცებს, მიდით, დაერიეთ და ვინც გვაკრიტიკებს ყველას თავ-პირი დაამტვრიეთ, მერე ასეთ კონფერენციაზე ადგილს შენთვითონაც ვერ იპოვი". - ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები