პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შესახვედრად ემზადება - ზურაბიშვილი მედიის კითხვებს უპასუხებს
პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შესახვედრად ემზადება. ყურადღების ცენტრშია წერეთლის გამზირი და ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი. სალომე ზურაბიშვილი მომდევნო ერთი საათის განმავლობაშიი მედიის კითხვებს უპასუხებს. შეხვედრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წუთი-წუთზე დაიწყება. ეს არის ზურაბიშვილის პირველი შეხვერდა მედიასთან მას შემდეგ, რაც მან ნიკა გვარამია შეიწყალა.
სავარაუდოდ, კითხვები ამ თემასაც შეეხება, რადგან ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოცნების მხრიდან თავდასხმის მთავარი ობიექტი გახდა. თუმცა დღის მთავარი ამბავი მაინც ზელენსკის სანქციებია. უკრაინამ ჯორჯიან ეარვეისი დაასანქცირა და ქართული ავია ხომალდებისთვის საკუთარი ქვეყნის ცა ჩაკეტა, სანქციებულთა სიაში მოხვდა თამაზ გაიაშვილიც.
დიდი ალბათობით მოვისმენთ პრეზიდენტის პირველ კომენტარს ოცნების გამოცხადებულ ახალ დემარშზეც.