"არ შეიძლება ევროკავშირისკენ ისწრაფოდე და თან პარტნიორებს აბრალებდე, რომ ომი უნდათ" - პრეზიდენტი "ოცნებას" აკრიტიკებს
სალომე ზურაბიშვილის მტავრობის წევრებს დასავლელ პარტნიორებთან რიტორიკას უწუნებს და ამბობს, რომ არ შეიძლება ერთ დღეს ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და მეორე დღეს ევროპარლამენტარებს აკრიტიკებდე.
ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება პარტნიორებს აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, რადგან ევროკავშირი იმისთვის შექიმნა, რომ ომი კონტინეტზე აღარ ყოფილიყო.
არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როცა ის ქვეყანას ტოვებს ქვეყანას, ეს ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირში არაა და აკრიტიკებდე ევროპარლამენტარებს და ჩვენს პარტნიორებს და მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი.
ევროკავშირი იმისთვის შექიმნა, რომ ომი კონტინეტზე აღარ ყოფილიყო. ჩვენს ხალხს უნდა რომ ამ კავშირის წევრი იყოს.- ამბოსბ პრეზიდნეტი.