კარგი, პრეზიდენტი აღარ მოგწონთ, ქვეყანას ეცით პატივი - პრეზიდენტი "ოცნების" დემარშზე
"ოცნების" ქალი დეპუტატების დემარში პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილის თქმით, უმრავლესობას ქვეყნსითვის უნდა ეცა პატივი და კონფერენციაზე უნდა მისულიყო.
ზურაბიშვილი "ოცნების" დეპუტატებს უმარტავს, რომ პრეზიდენტი არა პერსონა, არამედ ინსტიტუტია და მას პატივი უნდა სცე.
მიკვირს, რომ არავინ უმრავლესობიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან არავინ არ იკდარა, რომ აქ მოსულიყო, ეს ხომ არ არის სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება, ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშნელოვანი და შენ ქვეყანას უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდნეტი ამ დროს არის ინსტიტუტი და არა პიროვნება, რომლის აზრები შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. - აცხადებს პრეზიდენტი