"თუ დღეს გვაქვს რაიმე შანსი, ეს ხალხის დამსახურებაა" - ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე
"თუ დღეს გვაქვს რაიმე შანსი, ეს ხალხის დამსახურებაა" - ამისი შესახებ სალომე ზურაბშვილმა ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე EU-ს კანდიდატის სტატუსტან დაკავშირებით განაცხადა.
"ევროკავშირის გზავნილი ყველა ფორმით და ჩვენ გავიგონეთ ეს საჯარო არის ის, რომ მოგვეცით მაინც ერთი პოზიტიური სიგნალი ამ წლის ბოლომდე.
ვიცი, რომ მომავალ კვირასვე დაძლევენ ამ ცესკოს კანონს, მაგრამ მე არ შემომაქვს ის პრინციპები, რომელსაც ელოდება ჩვენგან ევროპა, რომ ეს კანონები არ შეიძლება არ მიიღოთ. აქ ხალხის როლი არის უზარმაზარი. ხალხმა ხომ შეძლო, მე აღარც დამჭირდა იმ კანონზე ვეტოს დადება, რადგან ხალხმა თქვა სათქმელი და გაიმარჯვეს. თუ დღეს გვაქვს კიდევ რაიმე შანსი, ყველაფრის მიუხედავად, ეს არის ხალხის დამსახურება, იმ რამდენიმე კადრის, რომელიც გავრცელდა ევროპასა და მსოფლიოში, ამიტომ მათ დიდი მადლობა, იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არავის და არაფერს არ აქვს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე ხალხს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.