ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს - კობახიძე

05.07.23 14:25
ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს - კობახიძე

საქართველო ევროპაში პატიმრების სტატისტიკით მეორე ადგილზეა  - "ქართული ოცნება " ამაში  პრობლემას ვერ ხედავს და ისრები ისევ ნაცმოძრაობისკენ გადააქვს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარია რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს რეპრესიული პოლიტიკის შედეგი.

"ოცნების" თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში უსამართლო პატიმრები არ გვყავს.

მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი პოლიტიკის შედეგი, მაგალითად, რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება. ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოში არ ტარდება რეპრესიული პოლიტიკა  და ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს საპატიმროებში. ეს არის მთავარი ფაქტი. ამიტომ არის ჩამოსული 25 ათასიდან 9 ათასამდე პატიმრების რაოდენობა. რაც უფრო მეტად შემცირდება, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თანდათანობით ეს მაჩვენებელი შემცირდება".- ამბობს კობახიძე.

საქართველო ევროპაში პატიმრების სტატისტიკით მეორე ადგილზეა - ოფიციალურ კვლევას ევროსაბჭო აქვეყნებს. ამ მონაცემების მიხედვით, ახლა გისოსებს მიღმა 9 389 ადამიანია.

ყველაზე მეტი ადამიანი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. პრობლემაა პატიმრობის ვადებიც.


 

მსგავსი სიახლეები