მეორე კაცი უნდა გავიგოთ ვინ არის, ვიცით, რომ ერთი დეპარტამენტიდან არიან - მშვილდაძე თავდასხმაზე
მიშა მშვილდაძე ფიქრობს, რომ მათ მიერ თავდასხმაში მონაწილე პირის იდეტიფიცირების შემდეგ გამოძიება ცოტათი დაბნეული უნდა იყოს.
"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, აქვთ ინფორმაციაც კადრებში არსებულ მეორე პირზეც, თუმცა მისი იდეტიფიცირება ჯერ დასადგენია.
პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ხელისუფლება, ძალოვანები, მთავრობა არის ჩართული ამის დაორგანიზებაში. არავითარი სპონტანტური ამაში არაფერი არ არის. კამერის ჩანაწერების რაღაც ნაწილის მოპოვება მოვახერხეთ, ანუ ვერ ჩაკეტეს კამერები და მგონია, გამოძიებაც ცოტათი დაბნეული უნდა იყოს. რა უნდა გააკეთონ ახლა არ ვიცი. შეუძლებელია, რომ ეს ვიღაც გლდანიდან მოდიოდა, რასც ყვება, ეგ რომ იყოს. არ არსებობს. ეს მეორე კაცი უნდა გავიგოთ კიდევ ვინ არის. თუმცა ვიცით რომ ერთი დეპარტამენტიდან არიან. აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ არის იმის, რაც უნდა იყოს, რომ ხელმძღვანელობის გადადგომაც არ არის ამ შემთხვევაში საკმარისი. ჩემი აზრით, სრული სტრუქტურული რეფორმირება არის საწირო". - ამბობს მშვილდაძე.
იდენტიფიცირებულია მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმაში მონაწილე პირი - "ფორმულას" მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს ადამიანი სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია.
"ფორმულას" ინფორმაციით, სწორედ ახობაძემ გადაიყვანა მუმლაძე რამდენიმე თვის წინ უწყებაში.
"ფორმულამ" ასევე გაარკვია, რომ გიორგის მუმლაძის მამაც ასევე სუს-ის თანამშრომელია.