მშვილდაძეზე თავდასხმა - ნინო ლომჯარია საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართვას ითხოვს

05.07.23 18:03
მშვილდაძეზე თავდასხმა - ნინო ლომჯარია საქმეში  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართვას ითხოვს

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა - ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმეში  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართვას ითხოვს.

ლომჯარია ამბობს, რომ მან ისედაც იცოდა, რომ მშვილდაძეზე თავდამსხმელი უბრალო გამვლელი არ იქნებოდა.

ტელეკომპანია ფორმულას მიერ კადრების მოპოვებამდეც მე მჯეროდა, როგორც დამკვირვებელს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არ იყო უბრალო გამვლელის სპონტანური თავდასხმა არ იყო. იმიტომ, რომ ამ თავდასხმას წინ უსწრებდა სხვა თავდასხმები, მათ შორის ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე და მიშა მშვილდაძეზე ტავდასხმასაც ჰქონდა ზუსტად იგივე ხელწერა. ძალიან ლეგიტიმურია ეჭვები, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ ჩართულნი ამ კოორდინაციაში. ვინც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლობით გამოირჩევა არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ვფიქრობ, რომ ეს სამსახური ჩაერთოს და მათ დაიწყონ გამოძიება". - ამბობს ნინო ლომჯარია.

იდენტიფიცირებულია მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმაში მონაწილე პირი - "ფორმულას" მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს ადამიანი სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია.

"ფორმულას" ინფორმაციით, სწორედ ახობაძემ გადაიყვანა მუმლაძე რამდენიმე თვის წინ უწყებაში.

"ფორმულამ" ასევე გაარკვია, რომ გიორგის მუმლაძის მამაც ასევე სუს-ის თანამშრომელია

მსგავსი სიახლეები