არაფორმალური მმართველობა ნახევრად ღია ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში რჩება სისტემურ გამოწვევად - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კვლავაც მაღალია საპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლები.
მისი თქმით, ნახევრად ღია ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში სისტემურ გამოწვევად კვლავ რჩება არაფორმალური მმართველობა.
სამწუხაროდ, კვლავაც მაღალია საპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლები სხვა ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით და ასევე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ამ ყველაფერზე ის, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები და ალტერნატიული სასჯელით ჩანაცვლების პროცედურები არის გაუმართავი. პატიმრებისთის არ არის პროგნოზირებადი, ვის შეიძლება შეეხოს ე.წ. უდო და ვის არ შეიძლება არ შეეხოს. ეს არის ასევე ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა. ჯანდაცვა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება არის ყველაზე ხშირად ნახსენები პატიმრების მხრიდან. არაფორმალური მმართველობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში კვლავ რჩება სისტემურ გამოწვევად".- ამბობს ლომჯარია.
საქართველო ევროპაში პატიმრების სტატისტიკით მეორე ადგილზეა - ოფიციალურ კვლევას ევროსაბჭო აქვეყნებს. ამ მონაცემების მიხედვით, ახლა გისოსებს მიღმა 9 389 ადამიანია.
ყველაზე მეტი ადამიანი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. პრობლემაა პატიმრობის ვადებიც.