ღარიბაშვილის რიტორიკის გაგრძელება - დეკანოიძე სუსის ანგარიშზე
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სუსი ანგარიშს ირაკლი ღარიბაშილის რიტორიკის გაგრძელებად აფასებს. მისი თქმით, ანგარიში წყალია და მასში საუბარი მხოლოდ ოპოზიციის ქმედებებს და "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეხება.
სუსში არსებობს ორგანიზაციულად განყოფილებები, რომლებიც ასე მუშაობენ ჟურნალისტებზე, ადამიანებზე და ოპოზიციის წარმომადგენლების ძალადობაზე. ამიტომ ეს იქნება ჩემი მნიშვნელოვანი კითხვა. დანარჩენს რაც შეეხება, ანგარიში არის წყალი. ერთადერთი, მთელი ანგარიში რომ ასე განვიხილოთ, ეს არის „გლობალური ომის პარტია“, კვლავ ის დეზიონფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ვრხელდება. მათ შორის, რომ ვიღაცაზე თავდასხმას აპირებდნენ და არ არის დაკონკრეტებული ვინ არის, რუსულ საფრთხეებზე არაფერია, არის მხოლოდ ოპოზიციის გახორციელებულ აქტივობაზე. არის მხოლოდა მხოლოდ ბატონო ღარიბაშვილის რიტორიკის გაგრძელება, - ამბობს დეკანოიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2022 წლის ანგარიშს ხვალ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. დეპუტატები დოკუემნტს უკვე გაეცნენ.