სუსს შეგვიძლია დავარქვათ „საქართველოსთვის მთავარი საფრთხის სამსახური" - გიორგი ვაშაძე
კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ სუსი დღევანდელი ოლიგაქრიული რეჟიმის პოლიტიკური საცეცია, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სუსის ანგარიშს. გიორგი ვაშაძის თქმით, უწყება საფრთხეებად მხოლოდ პროდასავლურ ოპოზიციას წარმოჩენს, რეალურ საფრთხეებზე კი არ საუბრობს.
ეს ანგარიში არის პირდაპირი დასტური კიდევ ერთი იმის, რომ სუსი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საცეცი დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმის, რომელსაც საფრთხეებად უნდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია აჩვენოს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და უამრავ პრობლემაზე, რომელიც აქვს ქვეყანას, ამაზე, ფაქტობრივად, ახალს არაფერს ამბობენ. დღეს რაც ხდება საგარეჯოში ან მიშა მშვილდაძეზე რაც მოხდა თავდასხმა ან ზურა ჯაფარიძეზე, ყველაფერ ამის უკან დგას სუსი. რა არი სუსი? სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური. რეალურად, ჩვენ მას შეგვიძლია დავარქვათ „საქართველოსთვის მთავარი საფრთხის სამსახური", - ამბოლბს გიორგი ვაშაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2022 წლის ანგარიშს ხვალ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. დეპუტატები დოკუემნტს უკვე გაეცნენ.