ვკითხე, "ნაციონალური მოძრაობაა" დესტრუქციული ძალა თუ EPP - თინა ბოკუჩავა სუს-ის უფროსის მოადგილესთან კითხვებზე

07.07.23 14:34
ვკითხე, "ნაციონალური მოძრაობაა" დესტრუქციული ძალა თუ EPP - თინა ბოკუჩავა სუს-ის უფროსის მოადგილესთან კითხვებზე

„ბატიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანგარიშის წარდგენიასას, რომ დიახ, სუს-ი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყანაში,“ - ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ის დაინტერესდა, ვის გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დესტრუქციულ ძალებში, რადგან დღეს სუს-ის უფროსის მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებაში ჩართულები იყვნენ, როგორც ქვეყნის შიდა ასევე გარე ძალები. 

ვკითხე, ვინ არის ეს დესტრუქციული ძალა, მითუმეტეს დახურულია სხდომა, - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა ეს დესტრუქციული ძალა თუ როგორც კობახიძემ განაცხადა, EPP-ის გლობალური ომის დედა პარტია და ვინ არის მამა პარტია? სახუმარო თემა მართლა არ არის, გლობალური ომის პარტიას, დესტრუქციულ ძალებს, მეორე ფრონტს იყენებს რეალურად დღევანდელი ხელისუფლება შიშის დანერგვისთვის, იმისთვის, რომ სწორედ შიშზე აგებული პოლიტიკით მართოს შემდეგ ქვეყანა ივანიშვილმა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ. 

ბოკუჩავას თქმით, სუს-ის უფროსის მოადგილესთან მისი ერთ-ერთი კითხვა ე.წ. კრებსებს შეეხო და დაინტერესდა, რა კონკრეტულ ეროვნულ ინტერესს ემსახურება, თუნდაც დეპუტატების მოსმენა. ბოკუჩავა ამბობს, რომ არც ჯაშუშების გამოვლენასთან დაკავშირებით მიუღია პასუხები.

ეს ანგარიში კიდევ ადასტურებს, რომ რეალურად არანაირ უსაფრთხოებას სუს-ი არ იცავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი რუსი ოლიგარქის, პირადი ბანკირის გრიგოლ ლილუაშვილის ხელში. ბატიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანგარიშის წარდგენიასას, რომ დიახ, სუს-ი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყანაში. იცით, რომ სხდომა დახურულია, რასაც არანაირი გამართლება არ ჰქონდა. ბატონმა ბერაიამ დახურა სხდომა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირის მოადგილე დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, რადგან მოისმენდა ძალიან ბევრ მწვავე კითხვას. მას არ სურდა, საზოგადოებას ეხილა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ივანიშვილის პირადი ბანკირისი მოადგილე, ბატონი ბატიაშვილი,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები