ვინ არიან ის პირები, ვინც ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა - სუს-ის უფროსის მოადგილის პასუხი

07.07.23 17:20
ვინ არიან ის პირები, ვინც ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა - სუს-ის უფროსის მოადგილის პასუხი

ვინ არიან ის პირები, ვინც ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა - სუს-ის უფროსის მოადგილე გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.
ალექსი ბატიაშვილი ამბობს ერთადერთს, რომ ეს ძალები ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან.

არანაირი ბრალდება ოპოზიციის მისამართით არ ყოფილა. პოლიტიკური ჯგუფები არ იყო, აქ იყო პიროვნებები და აქტორები, სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფი შეიზლება ყოფილიყო,მ რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგმავდნენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. მათი მიზანი იყო არეულობა და ეს ჩვენი სამსახურის და სხვა სახელმწიფო სამსახურების ერთობლივი ღონისძიებების გატარების შედეგად იქნა აღკვეთილი, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, - ამბობს ალექსი ბატიაშვილი.
 

სუს-ის უფროსის მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებაში ჩართულები იყვნენ, როგორც ქვეყნის შიდა ასევე გარე ძალები. 

მსგავსი სიახლეები