მორგოშია, მახარაძე არაფერს წარმოადგენენ, მაიმუნები არიან - მათ უკან დგას ბიძინა ივანიშვილი - ბორის ჩელე ყურუა
„ყველა, ვისაც მოვუსმინე, საუბრობდა კოკა მორგოშიაზე, ზურა მახარაძეზე ან ვიღაც ტიპებზე, ესენი არაფერს წარმოადგენენ მაიმუნები არიან - მათ უკან დგას ბიძინა ივანიშვილი“, - ეს განცხადება „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ჩელე ყურუამ გააკეთა.
ბორის ყურუას თქმით, ძალადობრივი ჯგუფების უკან არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ოლიგარქი ივანიშვილი დგას.
რამდენად შეძლებს შსს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების დაცვას - ყურუას თქმით, შსს დამოუკიდებელი უწყება არ არის. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის თქმით, შსს და მორგოშია შეთანხმებულად მოქმედებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
ყურუა პარალელს ავლებს პარლამენტის წინ ცარიელი ფურცლების ხელში ჭერის გამო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლების დაკავებებთან და ამბობს, რომ ის განცხადებები, რაც ტელეგრამ არხზე ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს ლიდერმა გაავრცელა, მინიმუმ, გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ის პრობლემა, რაც შეიქმნა, არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ შექმნილი და „ქართული ოცნება“ გვაჯერებს, რომ თითქოს ქართველ ხალხს ეშინია ლგბტ თემის და მთელ საქართველოს უნდა, რომ ავიდნენ და მათი პრაიდ ფესტივალი დაარბიოს. ყველა, ვისაც მოვუსმინე, საუბრობდა კოკა მორგოშიაზე, ზურა მახარაძეზე ან ვიღაც ტიპებზე, ესენი არაფერს წარმოადგენენ მაიმუნები არიან და მათ უკან დგას „ქართული ოცნება“ და დგას ბიძინა ივანიშვილი. კობახიძე და ღარიბაშვილიც არ დგას, პირდაპირ დგას ბიძინა და ასე უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვალ 12 საათზე, ვაჟას ძეგლთან შეიკრიბება ბიძინა ივანიშვილი, ავა და დაარბევს პრაიდ ფესტივალს,“ - ამბობს ბორის ყურუა.