არის უსამართლო, შეურაცხმყოფელი და ანტიქართული განცხადებები, ამაზე ჩვენ რეაგირება გვექნება - მაჭარაშვილი პარტნიორებს აკრიტიკებს

10.07.23 13:31
არის უსამართლო, შეურაცხმყოფელი და ანტიქართული განცხადებები, ამაზე ჩვენ რეაგირება გვექნება - მაჭარაშვილი პარტნიორებს აკრიტიკებს

"არის უსამართლო, შეურაცხმყოფელი და ანტიქართული განცხადებები, ამაზე ჩვენ რეაგირება გვექნება," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

"ხალხის ძალის" წარმომადგენელი სრულად იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილის პათოსს, სადაც შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ნაწილი გააკრიტიკა

ძალიან ბევრი წლის წინ ნატო-ს ხელმძღვანელობამ თქვა, რომ საქართველო ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ იყო თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. თუმცა, მოლოდინი, როგორი იქნებოდა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენთვის ის ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული და შემდგომ, რა თქმა უნდა, ევროპული, არის ძალიან ძვირფასი, ამას ვუფრთხილდებით, მაგრამ ის, რომ არის უსამართლო, შეურაცხმყოფელი და ანტიქართული განცხადებები, ამაზე ჩვენ რეაგირება გვექნება,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.  

მსგავსი სიახლეები