ქართული პორტები "შავი ხვრელისთვის" - "შაბათის ეთერის" შემდეგ, სკანდალური დოკუმენტები უკრაინის ხელშია

10.07.23 16:49
ქართული პორტები "შავი ხვრელისთვის" - "შაბათის ეთერის" შემდეგ, სკანდალური დოკუმენტები უკრაინის ხელშია

საქართველო შავ ხვრელად - „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, სანაპირო დაცვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გოჩა ბერიძემ უკრაინას სკანდალური მტკიცებულებები გადასცა. 

საუბარია იმ მეთოდზე, რომლითაც საქართველო რუსეთს ტვირთების გადატანაში და სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. გოჩა ბერიძე ადასტურებს, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებებმა მყარი დისკის შესწავლა დაიწყეს. ჩანაწერები გემების გადაადგილებას ეხება. 

სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი ე.წ სიმულატორზე საუბრობს, რა დროსაც მოწყობილობა აჩვენებდა, რომ გემი ქართულ პორტში იდგა, არადა ამ დროს სანქცირებული ნოვოროსისკის პორტში სანქცირებული ტვირთით ივსებოდა.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდე უკრაინის შესაბამის სამსახურებს, ავუხსენი სიტუაცია, თუ რა ხდებოდა და მიწოდებული არის აღნიშნული მტკიცებულებები. მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ძირეული შესწავლა. ეს მტკიცებულებები მოიცავს, რუსული ნავთობის დასანქცირების შემდეგ, 2022 წლის მაისიდან თუ რამე საეჭვო ვითარება ხდებოდა ზღვაზე, აღნიშნულია მტკიცებულებებში და გადაცემულია შესაბამისად უკრაინული მხარისთვის. გემის მოძრაობის, გემის მფლობელებთან მიმოწერის, მქონდა მეზღვაურებთან აღნიშნული ინფორმაციების გაცვლა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობდი. გემების მუშაობა - რომელი პორტიდან გამოვიდა, რომელში შევიდა, საიდან გაიტანა საწვავი და ა.შ.,“ - ამბობს გოჩა ბერიძე.

ახლა ჯერი უკრაინული გამოძიებაზეა - სწორედ მათ უნდა თქვან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ვინ იყო ის მინისტრი,  ვინც რუსეთს უფლება მისცა ქართული პორტები სანქციების გვერდის ავლისთვის გამოეყენებინა.

მსგავსი სიახლეები