ტვ პირველის პოლიტიკური სერიალის მორიგი სერია - თალაკვაძე საქართველოს "შავ ხვრელად" გამოყენებაზე

10.07.23 16:57
ტვ პირველის პოლიტიკური სერიალის მორიგი სერია - თალაკვაძე საქართველოს "შავ ხვრელად" გამოყენებაზე

"ეს არის ტვ პირველის პოლიტიკური სერიალის მორიგი სერია," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ საგამოძიებო რეპორტაჟს, სადაც სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემურ დანაშაულს ამხელს და ამბობს, რომ ქართულ პორტებს რუსეთი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს.

არჩილ თალაკვაძე "შავი ხვრელის" დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვს, არადა ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ საქართველოდან წაიღო მტკიცებულებები,  თუ როგორ აქცია საქართველოს ხელისუფლებამ ქართული პორტები შავ ხვრელად. 

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ საქართველო რუსეთს სანქციებიდან არიდებაში არ ეხმარება და ეს დაადასტურა სანქციების ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტმა.

ერთადერთი აქ რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ საჭიროა მტკიცებულებები და ფაქტები, როდესც ასეთი ბრალდებები კეთდება და დღემდე ვიცით, არაერთი საერთაშოროს კონტროლი გაიარა ამ საკითხმა, საქართველოს არ დაურღვევია სანქციები და სანქცირებული ტვირთების გადაადგილება საქართელოს გავლით არ ხდება. როპგორც ჩანს, ახლა ოპოზიციურ მედიას დასჭირდა, რომ პოზიტიური განცხადებები გადაფაროს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები