შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს - პესკოვი

11.07.23 16:24
შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს - პესკოვი

შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს - ეს განცხადება რემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

პესკოვი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაქტი რუსეთზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. 

შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის პრემიერ-მინისტრთან და თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები