ხელისუფლება კულტურის სამინისტროში დაწყებულ რეპრესიულ პროცესს ბოლომდე მიიყვანს - დეა მეტრეველი
"ხელისუფლება კულტურის სამინისტროში დაწყებულ რეპრესიულ პროცესს ბოლომდე მიიყვანს", - ასე აფასებს თეა წულუკიანის რეპრესიებს "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი დეა მეტრეველი.
მეტრეველი საია-ს დღევანდელ ანგარიშსაც აფასებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ წერს, რომ რეორგანიზაციის მიზანს კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურა წარმოადგენს.
მეტრეველი სოლიდარობას უცხადებს კულტურის მინისტრის რეპრესიების მსხვერპლ ხელოვანებს და ამბობს, რომ ხვალინდელ აქციას, რომელსაც კინოცენტრის თანამშრომლები და კინემატოგრაფები მართავენ, შეუერთდება.
ხელისუფლება კულტურის სამინისტროში დაწყებულ რეპრესიულ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს თავისი გეგმის შესრულებას, რომ ყველა სფეროში მოასუფთაოს ველი. თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამ რეპრესიებს ჩვენ დავუპირისპიროთ უნდა მხოლოდ აქციები და პროტესტი. ჩვენ მივალთ აქციაზე და ადგილზე გამოვუცხადებთ სოლიდარობას კინოცენტრის თანამშრომლებს,“ - ამბობს დეა მეტრეველი.