საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ არის ის ამ კრიტიკულ სამიტზე - იან კელი
"საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ არის ის ამ კრიტიკულ სამიტზე", - ამ კითხვით მიმართავს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მთავრობას.
დიპლომატი დაინტერესდა, რატომ არ არის მთავრობის პირველი პირი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე.
საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ არის ის ამ კრიტიკულ სამიტზე. გონიერი ხალხი დაასკვნის, რომ საქართველო აღარ არის დაინტერესებული თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების სერიოზულად ხელშეწყობით," - წერს იან კელი.
იან კელიმ დღეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და ჰკითხა, რატომ არ იმყოფება ის ვიულნიუსში.