უნდა გრცხვენოდეთ, ჩვენ წითელ ღილაკს ხელს არასოდეს არ ვაჭერთ - იაგო ხვიჩია თაკო ჩარკვიანს პასუხობს

13.07.23 12:32
უნდა გრცხვენოდეთ, ჩვენ წითელ ღილაკს ხელს არასოდეს არ ვაჭერთ - იაგო ხვიჩია თაკო ჩარკვიანს პასუხობს

უნდა გრცხვენოდეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ შეგიმჩნევიათ. რომ ჩვენ წითელ ღილაკს ხელს არასოდეს არ ვაჭერთ - იაგო ხვიჩია თაკო ჩარკვიანს პასუხობს და ამბობს, რომ "გირჩი" ერთადერთი პარტია იყო, ვინც თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით ამდენი ხნის განმავლობაშ კითხვები და არგუყმენტები ჰქონდა.

"ფაქტობრივად ერთადერთი პარტია ვიყავით და რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ყველა მუხლთან დაკავშირებით შეკითხვა გვქონდა, ყველა მუხლთან დაკავშირებით დაზუსტება გვქონდა, ყველა მუხლთან დაკავშირებით არგუმენტი გვქონდა და ასევე როგორ არ იცით ის, რომ არასდროს ჩვენ წითელ ღილაკს ხელს არ ვაჭერთ, როცა ხელს ვაჭერთ ვაჭერთ მწვანე ღილაკს, მაგრამ წითელ ღილაკის დაჭერა და არაფერზე არ დაჭერა შინაარსობრივად ერთი და იგივეა და ჩვენ არასოდეს იმ კანონს, რომელსაც ვეწინააღმდეგებით, წინააღმდეგ ხმას არ ვაძლევთ. იმიტომ, რომ ეს ავტომატურად წინააღმდეგ არის და ძალიან უნდა გრცხვენოდეთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ შეგიმჩნევიათ" - ამბობს იაგო ხვიჩია.

თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ. პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე გირჩის ლიდერს პროვოკატორს და თაღლითს უწოდებს. მისი თქმით, დარბაზში მსხდომმა გირჩელებმა თავდაცვის კოდექსის წინააღმდეგ ხმა საერთოდ არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები