დასავლეთმა პრორუსულ ქართულ ოცნებას წითელი ბარათი უჩვენა - ირაკლი კუპრაძე

13.07.23 13:52
დასავლეთმა პრორუსულ ქართულ ოცნებას წითელი ბარათი უჩვენა - ირაკლი კუპრაძე

"ქართული ოცნება არის პრორუსული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აშშ-ის პრეზიდენტისა და ელჩის გზავნილებს. 

პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილის  NATO-ს სამიტზე არმიწვევასაც აფასებს და ამბობს, რომ მიზეზი საქართველოს პრემიერის პუტინისტური მესიჯებია. 

ეს არათუ ყვითელი ბარათი, არამედ წითელი ბარათია, არც კი მიიწვიეს ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან სამიტზე, (NATO-ს სამიტზე) წინა უსაფრთხოების სამიტი რაც ვნახეთ და მოვისმინეთ იყო გაჯერებული პუტინისტური მესიჯებით, რომელსაც აჟღერებდა ერთადერთი ადამიანი მთელ დასავლურ ფლანგზე და ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა ფორმაში დიპლომატიის ყველაზე ხისტ გამოვლინებებში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება არის პრორუსული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - ირაკლი კუპრაძე.

საქართველოში, მოლდოვაში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა გაიგონონ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კი აღნიშნავს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველომ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას, საუბარია რეფორმებზე.

დეგნანის თქმით, რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება-სურვილია საჭირო.

 

მსგავსი სიახლეები