რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირშიო, ნუ მისცემენ ვიზებს - კობახიძე ელჩს პასუხობს

14.07.23 12:47
რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირშიო, ნუ მისცემენ ვიზებს - კობახიძე ელჩს პასუხობს

რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირშიო, ნუ მისცემენ ვიზებს - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

კობახიძის თქმით, სპეკულაცია და ტყუილია, რომ საქართველოში ფრენები რისკის საფუძველი გახდეს

„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ჯერ ერთი, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში - ნუ მისცემენ ვიზებს. მეორე, თუ რამდენად „სარისკოა“ საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მოვიყვან მარტივ სტატისტიკას. დღეში თურქეთში რუსეთიდან დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანში - დაახლოებით 25, სომხეთშიც - დაახლოებით 25, ჯამში 150 რეისი. საქართველოში რუსეთიდან დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რისკის საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილია? როგორ შეიძლება, ელჩი თუ რომელიმე პოლიტიკოსი ასეთ რამეს კადრულობდეს? არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა“, - აცხადებს კობახიძე.

კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ შეშფოთება გამოთქვა, რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გასასვლელად იყენებენ.
 

მსგავსი სიახლეები