ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის, ერთი უსაქმური კაცია - ჩხაიძე
"მე არ ვიცი ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და არ ვიცი ვინ წვდება მის ფანტაზიებს და საიდან მოაქვს ეს აზრები, მსგავსი არაფერი ყოფილა", - ეს განცხადება "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა.
ჩხაიძე გიორგი ჩალაძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ "რეაქციაში" ჩხაიძის განცხადებებს ჭორაობა უწოდა.
არ ვიცი, საიდან, ვინ რა განცხადებას აკეთებს, იმიტომ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიყავით, 8 საათი იყვნენ ისინი კლინიკაში. რეკომენდაცია ერთადერთი იყო გარკვეული პროცედურა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვქონდა პაციენტისთვის და მან უარი განაცხადა ამ კვლევის ჩატარებაზე. სხვა რაღაც რომ ახალი კვლევები დაინიშნა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. მე არ ვიცი ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და არ ვიცი ვინ წვდება მის ფანტაზიებს და საიდან მოაქვს ეს აზრები, მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ ჩალაძეზე საუბარი ჩემგან ცოტა უხერხულია, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ცდილობს თავის დამკვიდრებას, ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს ამისთვის და ყველამ იცის ვინ არის, მგონი ერთი თქვენი ეკა მიშველაძე დარჩა მისი ფანი, მისი გაკეთებული რაიმე სამქე გინახავთ? არის ერთი უსაქმური კაცი,“ - ამბობს ჩხაიძე.