ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის გარშემო ცრუ ინფორმაციები ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია - ჯაღმაიძე

14.07.23 13:39
ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის გარშემო ცრუ ინფორმაციები ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია - ჯაღმაიძე

ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას არ ადასტურებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს სოციალურ ქსელში წერს, რომ პატრიარქის დამძიმებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია, სკანდალის აგორება და ამით საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა, საზოგადოების დაზაფრვა, "წყარომ",  თუ "წყაროებმა" მუდმივ საქმიანობად გაიხადეს სამწუხაროდ. ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის გარშემო ცრუ ინფორმაციები ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია,“ - წერს ჯაღმაიძე.

რატომ არ ესწრება პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიებს? - საქართველსოს საპატრიარქო პირველ განმარტებებს აკეთებს. უწმინდეს ფიზიკური მდგომაროება არ უწყობს ხელს, რომ აღავლინოს ღვთის მსახურება. ასეთია ოფიციალური პოზიცია. 
საპატრიარქომ განმარტებები მას შემდეგ გააკეთა, რაც საჯარო სივრცეში პატრიარქის ჯანმრთლეობის შესახებ  გავრცელდა ცნობები, რომ ილია მეორე შეუძლოდაა.  

მსგავსი სიახლეები