საერთაშორისო წნეხი იზრდება, წნეხის ზრდის ავანგარდში არის უკრაინის სახელმწიფო, პრეზიდენტი ზელენსკი - ცისკარიშვილი
"საერთაშორისო წნეხი იზრდება, წნეხის ზრდის და პროცესის ავანგარდში ლოგიკურად, გასაგებია, რომ არის უკრაინის სახელმწიფო," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე უკრიანის რადას მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას.
საქმე ეხება უკრაინის რადას მიერ დამტკიცებულ პროექტს, სადაც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ომში მყოფი ქვეყანა თავის მოქალაქეს და რეფორმატორს გვერდში უდგას, რადგან აცნობიერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საერთაშორისო წნეხი იზრდება, წნეხის ზრდის და პროცესის ავანგარდში ლოგიკურად, გასაგებია, რომ არის უკრაინის სახელმწიფო, თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი, რადა და ყველა ის ინსტიტუცია უკრაინაში, რომელიც თავის მოქალაქეს, ერთ-ერთ ლიდერს და რეფორმატორს უკრაინისას არ ტოვებს გაჭირვებაში, მაშინ, როცა მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მართლა, ბეწვზე კიდია,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.