ეს არის გაფრთხილება პარტნიორების მიმართ, რომ არ გაბედონ სანქციები სხვა მოსამართლეების მიმართ - წიქარიშვილი

14.07.23 15:18
ეს არის გაფრთხილება პარტნიორების მიმართ, რომ არ გაბედონ სანქციები სხვა მოსამართლეების მიმართ - წიქარიშვილი

ირაკლი კობახიძე დასავლეთს ემუქრება - იურისტი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ეს არის გაფრთხილება დასავლელი პარტნიორების მისამართით, რომ მათ მომავალში არ დაუწესონ სანქციები სხვა მოსამართლეებსაც და პირიქით, სანქციების მოხსნაზე იმუშაონ.

ეს არის გაფრთხილება პარტნიორების მიმართ, რომ არ გაბედონ და მომავალში არ გააფართოონ ეს სანქციები სხვა მოსამართლეების მიმართ და იმუშაონ პირიქით, სანქციების მოხსნაზე. ქართული ოცნება ამხნევებს მოსამართლეებს და ეუბნება, რომ ეს სანქციები მალე გაუქმდება და მათ არ გაბედონ ხმის ამოღება კლანის წინააღმდეგ, მათ არ გაბედონ განსხვავებული აზრის გამოხატვა და ჩვეულებრივ შენარჩუნებული იქნება სისტემაში ის მდგომარეობა, რაც დღემდე იყო". - ამბობს წიქარიშვილი. 

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაანონსა, რომ თუ ვინმე საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთხელ გაბედავს, მაშინ პასუხი კონკრეტული ნაბიჯებით მკაცრი იქნება.  

მსგავსი სიახლეები