მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა, უნდა ითამაშოს, მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი - ვოლსკი
"სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
გიორგი ვოლსკი ეხმაურება უკრაინის რადას მიმართვას, სადაც დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
გიორგი ვოლსკი კვლავ აგრძელებს თავდასხმას პარტნიორებზე და მათ პროპაგანდაში ადანაშაულებს. დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი რეალურად ცუდად არ არის და ავადმყოფობას იგონებს.
კოლექტიური წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაკეთეს, სწორედ ერთი და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის. ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება. იგი გამოიჭრა, როგორც ქვინის ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარესზე გაიჭრა დ მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა, სადაც უნდა ითამაშოს, მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა სახელმწიფო საქართველოს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.