ნუ გახდებიან უბრალოდ ბრმად შემსრულებელი იმ პიარული სტრატეგიისა, რომელიც დასახა სააკაშვილმა - სარჯველაძე რადას დეპუტატებს

14.07.23 15:23
ნუ გახდებიან უბრალოდ ბრმად შემსრულებელი იმ პიარული სტრატეგიისა, რომელიც დასახა სააკაშვილმა - სარჯველაძე რადას დეპუტატებს

"ქართული ოცნების" მორიგი შეტევა უკრაინის რადაზე - მმართველი გუნდის ლიდერები უკრაინის პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულმა პროექტმა გააღიზიანა, რადგან დეპუტატებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ.

რადას დეპუტატები მიმართავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტებსაც, რომ მიიღონ შესაბამისი რეზოლუციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებას და შეწყალებას შეეხება, რითაც დაიცავენ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია საერთაშორისო ნორმებით.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე უკრაინის რადას დეპუტატებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მათ მოთხოვნას - სააკაშვილის შეწყალებას - კვალიფიციური საფუძველი არ აქვს.

სატელევიზიო რეპორტაჟში გასული ფოტოების მიხედვით აკეთებენ ამ დასკვნებს და არ ეყრდნობიან არცერთ კვალიფიციურ, სერიოზულ, დამაჯერებელ საფუძველს ასეთი პირდაპირი მოთხოვნების წამოყენებისას. ნუ გახდებიან უბრალოდ ბრმად შემსრულებელი იმ პიარული სტრატეგიისა, რომელიც დასახა ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ,“ - ამბობს სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები