არ მახსოვს კობახიძე ოდესმე შეწუხებულიყოს და შეემჩინოს ეს ფიზიკური შიმშილი, რომელმაც წალეკა ეს ქვეყანა - ანა ნაცვლიშვილი

14.07.23 16:21
არ მახსოვს კობახიძე ოდესმე შეწუხებულიყოს და შეემჩინოს ეს ფიზიკური შიმშილი, რომელმაც წალეკა ეს ქვეყანა - ანა ნაცვლიშვილი

„არ მახსენდება, რომ ვინმეს დაენიშნა კობახიძე ოპოზიციური პარტიების შიგნით მიმდინარე პროცესების მონიტორად და არ მგონია, რომ ეს მისი საქმეა,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

საქმე ეხება კობახიძის იმ კომენტარს, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანება „საკადრო შიმშილად“ მოიხსენია.

ანა ნაცვლიშვილი მმართველი გუნდის ლიდერებს სოციალური პრობლემებით დაინტერესებას ურჩევს.

არ მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს დიდად აინტერესებდეთ ეს ამბავი. საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც არის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, არის ფიზიკური შიმშილი, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება. როდესაც ხელისუფლება თვითონ აცხადებს, რომ 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და აქედან 233 ათასი არის ბავშვი, ეს არის ის საკითხი, რომლის მოგვარებაც არის კობახიძის და მისი პარტიის პასუხისმგებლობა, მანამ, სანამ ოფიციალურად ისინი არიან ხელისუფლებში. მე არ მახსოვს ოდესმე შეწუხებულიყოს და შეემჩინოს მას ეს ფიზიკური შიმშილი, რომელმაც წალეკა ეს ქვეყანა,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები