ვეტოს დაძლევის გაყალბება - პრეზიდენტს "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას ურჩევს

14.07.23 17:09
ვეტოს დაძლევის გაყალბება - პრეზიდენტს "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას ურჩევს

ვეტოს დაძლევის გაყალბება - საქართველოს პრეზიდენტს "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას ურჩევს.

დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა თანაგუნდელების ნაცვლად ხმა მისცეს ვეტოს დაძლევას, მაშინ ეს არის რეგლამენტის უხეში დარღვევა.

„ქართული ოცნება“ არის ხმების და მანდატების ქურდი პარტია და ახლა, რომ მოიპარა ეს ხმები, არ მიკვირს. რაც შეეხება პრეზიდენტს, სწორი იქნება თუ ის გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასვამს ამ საკითხს. როდესაც ადამიანი დარბაზში არ იმყოფება, არ აპირებს იმ დღეს პარლამენტში მოსვლას და ამ დროს ხდება რეგისტრაცია, ეს არის გამიზნულად, განზრახ, ბოროტი მოტივით ჩადენილი უხეში დარღვევა რეგლამენტის,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოკვლევა უკვე დაიწყო და მიმართა "ტვ პირველს", რომ ტელეკომპანიამ ადმინისტრაციას გადაუგზავნოს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რამდენი დეპუტატი იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში სწორედ კენჭისყრის დროს.

მსგავსი სიახლეები