შეიძლება სამართლებრივ შედეგებამდე მივიდეს - ლილუაშვილი ვეტოს გაყალბებით დაძლევაზე

14.07.23 17:16
შეიძლება სამართლებრივ შედეგებამდე მივიდეს - ლილუაშვილი ვეტოს გაყალბებით დაძლევაზე

"შეიძლება სამართლებრივ შედეგებამდე მივიდეს, რომ გაუქმდეს ვეტოს დაძლევის ეს პროცედურა, თუკი დადასტურდა, რომ რეალურად დარბაზში არ იმყოფებოდა საკმარისი რაოდენობა დეპუტატების", - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი პრეზიდენტის მხრიდან "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით გაყალბებით დაძლეული ვეტოს საკითხის მოკვლევას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ დადასტურების შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირებაც მოყვეს ამ ფაქტს.

პრეზიდენტის ხელში ძალიან ბევრი ინსტრუტმენტია ამ თვალსაზრისით, რომელიც მკაფიოდ დაანახებს ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებს, შეიძლება სამართლებრივ შედეგებამდე მივიდეს, რომ გაუქმდეს ვეტოს დაძლევის ეს პროცედურა, თუკი დადასტურდა, რომ რეალურად დარბაზში არ იმყოფებოდა საკმარისი რაოდენობა დეპუტატების. "ქართული ოცნებისგან" დარჩენილია მხოლოდ ერთი მიზანი - გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გააყალბებს ვეტოს, ეცდება გააყალბოს არჩევნები,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოკვლევა უკვე დაიწყო და მიმართა "ტვ პირველს", რომ ტელეკომპანიამ ადმინისტრაციას გადაუგზავნოს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რამდენი დეპუტატი იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში სწორედ კენჭისყრის დროს.

მსგავსი სიახლეები