აანონსებს, რომ კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოაქცევს ჩვენს ქვეყანას - ბოკერია კობახიძის განცხადებაზე

14.07.23 17:18
აანონსებს, რომ კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოაქცევს ჩვენს ქვეყანას - ბოკერია კობახიძის განცხადებაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდი აანონსებს, რომ რომ კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოაქცევს ჩვენს ქვეყანას.

ბოკერიას თქმით, "ოცნება" მარტოებს, პირისპირ გვტოვებს რუსეთთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.

უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა, ეს ხალხი, ეს მარიონეტი რომ არ იყოს ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სპიკერი და ეს ხალხი რომ არ აკონტროლებდეს საქართველოს ბედს. ანუ აანონსებს, რომ კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოაქცევს ჩვენს ქვეყანას. ანუ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს, პირისპირ რუსეთთან, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება. ეს არის ამ განცხადების შინაარსი". - ამბობს ბოკერია.  

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სახელისუფლებო პარტია სანქციების მოლოდინშია. ვინც შავ სიაში შეგვიყვანს ყველას საკადრის პასუხს გავცემთ  - აანონსებს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები