არასწორია, კორუფციაში დაადანაშაულო ადამიანი და არ გქონდეს კონკრეტული ფაქტი - ვოლსკი
არასწორია, კორუფციაში დაადანაშაულო ადამიანი და არ გქონდეს კონკრეტული ფაქტი - ასე გამოეხმაურა "ოცნების" წევრი გია ვოლსკი მაიკლ მაკფოლის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, განცხადებას პოლიტიკური ნიშანი ახლავს.
არასწორია, კორუფციაში დაადანაშაულო ადამიანი და არ გქონდეს კონკრეტული ფაქტი. რასაკვირველია, თუ ასეთი ფაქტი არსებობს, ნებისმიერი ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურა მადლიერი იქნება, თუკი დამატებით ინფორმაციას მიიღებს ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი არ ჩანს და სამწუხაროა, რომ ამ განცხადებას პოლიტიკური ნიშანი ახლავს". - ამბობს ვოლსკი.
მაიკლ მაკფოლი ფიქრობს, რომ სანქციების ახალ მასშტაბურ პაკეტში რამდენიმე ქართული გვარი და კომპანიებიც აღმოჩნდებიან. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ზაფხულის ბოლომდე მოხდება.