პრემიერი ლუკაშენკოს მსგავს სამარცხვინო პერსონაჟად ჩამოყალიბდა - თაზო დათუნაშვილი

16.07.23 13:44
პრემიერი ლუკაშენკოს მსგავს სამარცხვინო პერსონაჟად ჩამოყალიბდა - თაზო დათუნაშვილი

პრემიერი ლუკაშენკოს მსგავს სამარცხვინო პერსონაჟად ჩამოყალიბდა, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პრემიერის განცხაებებსა და ქმედებებს უკან მხოლოდ ანტიდასავლური პოლიტიკა დგას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოყალიბდა ისეთ სამარცხვინო პერსონაჟად როგორიც არის, მაგალითად, ბატონო ლუკაშენკო, რომელიც მსგავს დემონსტრაციულ გამოსვლებს აკეთებს ხოლმე, ვითომ ხალხს ხვდება და სინამდვილეში, საჯარო მოხელეები ხალხის მაგივრად ქუჩაში ხელს უქნევენ. ის ამით თავს იწყნარებს, სინამდვილეში, ამ სიგიჟეების უკან, რასაც ის ლაპარაკბობს, დგას ძალიან გამიზნული ანტიდასავლური პოლიტიკა. ვინმემ თუ ვერ გაიგო, რატომ არარ ეძახიან საქართველოს პემიერის იქ, სადაც ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვან რაღაცებს წყვეტს, იმიტომ, რომ ის ასე ლაპარაკობს, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.