ბევრი ევროპარლამენტარია შეშფოთებული სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო - ევროკავშირის ელჩი

17.07.23 12:40
ბევრი ევროპარლამენტარია შეშფოთებული სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო - ევროკავშირის ელჩი

"ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებისგან ბოდიშს ითხოვს - მმართველი ლიდერების მოწოდებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ეხმაურება. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატია შეშფოთებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მათ აქვთ უფლება, რომ კითხვები დასვან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და მე ვიცი, რომ იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან არის შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი ხედვები გარედან ყველანაირი ჩარევის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და როგორც პაციენტისა, იყოს სრულად დაცული", - ამბობს ჰერჩინსკი.

ევროპარლამენტარებისგან ბოდიშის მოხდას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ითხოვს. პრემიერ-მინისტრი ევროპელ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმასა და ცრუ ბრალდებების ტირაჟირებაში ადანაშუალებს. 

მსგავსი სიახლეები