ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა გვექნება, თუნდაც ჩრდილოელ მეზობელთან - ღუდუშაური
ოთხზოლიანი მაგისტრალი რუსეთთან - „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია. მმართველი პარტიის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ევროპული დონის ინფრასტრუქტურა საჭიროა რუსეთთან დამაკავშირებელ გზებზე.
12 მილიონის დახარჯვას ხელისუფლება თბილისი-ნატახტარის გზის მონაკვეთზე გეგმავს. გაკეთდება ოთხზოლიანი მოძრაობა.
საკითხის ასე დაყენება არის აბსოლუტურად არანორმალური და ცრუ ნარატივის შექმნის ძალიან უხერხული მცდელობა. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არის თუნდაც ოკუპანტი, მაგრამ ჩვენ გზები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის შიგნით გვექნება ინფრასტრუქტურა, გვექნება ევროპული სტანდარტის. რუსებისთვის რატომ უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის კეთდება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.
თბილისი - ნატახტარის გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი აშენდება. გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია. ახალი გზა დღე-ღამეში 40 ათას ავტომობილს გაატარებს. როგორც წესი, ასეთ მასშტაბურ პროექტებზე მთავრობა დონორი ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებას იყენებს, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ მოხდა.