მიზანმიმართული მავნებლობა NATO-სთან დაკავშირებით - მანჯგალაძე პრემიერს აკრიტიკებს

17.07.23 15:04
მიზანმიმართული მავნებლობა NATO-სთან დაკავშირებით - მანჯგალაძე პრემიერს აკრიტიკებს

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური და ანტიჩრდილო-ატლანტიკური გზავნილები - ოპოზიცია საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პრემიერის გზავნილები პუტინის განცხადებებთან თანხვედრაშია. 

დეპუტატის შეფასებით, ანტინატოური განცხადებების მიზანს, საქართველოს პარტნიორებთან ჩამოშორება წარმოადგენს.

 

ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა NATO-სთან დაკავშირებით. ჯერ თქვა, რომ NATO დაესხა უკრაინას თავს და პუტინმაც ერთი კვირის მერე იგივე გაიმეორა, ახლა კი თქვა, რომ თუ უკრაინა იმარჯვებს, რა საჭიროა NATO. ღარიბაშვილის ეს ნარატივები, რომ გაუშვით დასავლელი პარტნიორები და იქნება მშვიდობა, ეს არის ახალი უბედურება საქართველოსთვის. მთავარი გეგმა, სინამდვილეში, არის, რომ საქართველო დარჩეს პარტნიორების გარეშე და რუსეთმა გაანადგუროს საქართველოს მთავარი წყარო - ქართველი ხალხი,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პრემიერმა მორიგი ანტიდასავლური განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ამ შემთხვევაში მან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაკნინება სცადა. პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია, რა სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და რატომ ამბობენ, რომ საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა - "კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღა საჭიროა".

მსგავსი სიახლეები