ოკუპაციის შესახებ კანონი არ არსებობს და ჩვენი ქვეყნის კარი ღიაა ყველასთვის - ნიკა ფარულავა

17.07.23 15:20
ოკუპაციის შესახებ კანონი არ არსებობს და ჩვენი ქვეყნის კარი ღიაა ყველასთვის - ნიკა ფარულავა

"ოკუპაციის შესახებ კანონი არ არსებობს და ჩვენი ქვეყნის კარი ღიაა ყველასთვის", - ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა საქართველოში რუსეთის იმ მოქალაქეების შემოშვებას, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ.

საქმე ეხება რუსი ბლოგერის საქართველოში შემოსვლას, რომელიც ვიდეოჩანაწერში თავად ამბობს, რომ მას დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი - ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში, თუმცა, საქართველოში შემოსვლაზე მესაზღვრეებს მისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ.

ნიკა ფარულავა პარალელს ავლებს რუსი მაღალჩინოსნების შემოსვლასთანაც, რა დროსაც საქართველოს ხელისუფლება მათი დაცვის პოზიციაში გადავიდა.

ეს არ არის ცალკე აღებული, იზოლირებული შემთხვევა, როდესაც ადამიანს, რომელსაც აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, მას უშვებენ, აცილებენ ან დაცვას გამოუყოფენ, მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირები - გავრილოვი, პოზნერი. ოკუპაციის შესახებ კანონი არ არსებობს და ჩვენი ქვეყნის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც არის ღიად პუტინის კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი,“ - ამბობს ნიკა ფარულავა.

მსგავსი სიახლეები