ამაყი ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ წარმოდგენები ირაკლი კობახიძის და კარასინის ერთნაირი არის - წითლიძე

01.08.23 15:57
ამაყი ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ წარმოდგენები ირაკლი კობახიძის და კარასინის ერთნაირი არის - წითლიძე

"ამაყი ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ წარმოდგენები ირაკლი კობახიძის და კარასინის ერთნაირი არის, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ კობახიძე რომ აქებდეს, კარასინი აქებდეს და რუსეთის ხელისუფლება აქებდეს, ვიქნებოდი შეურაცხყოფილი," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

ანა წითლიძე ირაკლი კობახიძისა და კარასინის იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და რუსი მაღალჩინოსანი "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებენ.

რასაც ახლა ვისმენთ, კობახიძის განცხადებები, კარასინისა და რუსეთის ხელისუფლების განცხადებები, რაც ვნახეთ ბათუმში, პოლიციელებს როგორ აიძულებდნენ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქართულ სახელმწიფოს, რომლებსაც თანამებრძოლები ჩაუხოცეს რუსმა ოკუპანტებმა, როგორ აიძულებენ პოლიციელებს დაიცვან რუსი ოკუპანტები... დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ანაკლიის პორტზე, თუმცა, სამეგრელოსა და ანაკლიაში ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის ანაკლიის, ლაზიკის იდეა, ზოგადად, ანაკლია-განმუხურის მშენებლობა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მთლიანი კონტექსტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა - ამ ყველაფერს ჰქვია რუსული გეგმა და ამას შემსრულებლად ჰყავს რუსული ოცნება და წარმომადგენელია ირაკლი კობახიძე. 2012 წლიდან დღემდე ქართული ოცნება რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს კურსი შეუცვალოს და მოატრიალოს ევროპული კურსიდან რუსეთისკენ,“ - განაცხადა ანა წითლიძემ. 

მსგავსი სიახლეები