ოთარ სირაძეს მე საერთოდ არ ვიცნობ, სირაძის ინფორმაციას, მე როგორ დავეყრდნობი - ონის მერი
ვინ არის პასუხისმგებელი შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე? ჰქონდათ თუ არა რაჭაში, ადგილობრივ მაღალჩინოსნებს ინფორმაცია სტიქიის განვითარების შესაძლო სცენართან დაკავშირებით? - ყოფილი გუბერნატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემა ონის მერს არ სურს.
"პირველების" კითხვაზე - რა გააკეთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როდესაც 2020 წელს მდინარე ბუბამ სტიქიის პირველი ნიშნები გამოავლინა და მოსახლეობა თვითმმართელ ორგანოებს დახმარებას სთხოვდნენ, ონის მერი სერგი ხიდეშელი ჟურნალისტის კითხვას არ პასუხობს. ხიდეშელი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რა სამუშაოები შეასრულა მისმა წინამორბედმა.
სერგი ხიდეშელისთვის სარწმუნო არ არის ის ინფორმაცია, რასაც ყოფილი გუბერნატორი ავრცელებს და ამბობს, რომ ოთარ სირაძეს საერთოდ არ იცნობს.
მაგ სირაძემ, ჯერ რომ დადის მოქალაქეებთან და პროვოკაციულ თემებზე, რომ მიდის, ჯერ მაგას მიხედოს და მერე გაავრცელოს ეგ.
ოთარ სირაძეს მე საერთოდ არ ვიცნობ. ოთარ სირაძის ინფორმაციას, მე როგორ დავეყრდნობი, წარმოიდგინეთ, ოთარ სირაძის რაღაც ინფორმაციაზე მე რაღაც პასუხი უნდა გაგცეთ,“ - ამბობს ონის მერი.
ოთარ სირაძის მტკიცებით, შოვში შესაძლო სტიქიის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდა, ოდესაც მდინარე ბუბამ სტიქიის პირველი ნიშნები გამოავლინა. სირაძე "პირველებთან" იხსენებს, რომ სტიქიის შემდეგ, ადგილზე ავიდნენ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები, დაიწყეს მდინარე ბუბას გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა, ეს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე მოხდა და სპეცტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება მაშინდელმა სუს-ის უფროსმა ლევან ჯმუხაძემ არ მისცა.
სირაძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას თხოვდა, თუმცა სამუშაოებში უშიშროების სამსახურის უფროსი ლევან ჯმუხაძე ჩაერია და ადგილიდან ტექნიკა ხელისუფლების დავალებით გაიყვანა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.